დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე, ყველა ინფორმაცია, რომელსაც ფლობს, პროკურატურას მიაწოდოს

დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე, ყველა ინფორმაცია, რომელსაც ფლობს, პროკურატურას მიაწოდოს

დავუკავშირდი გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე, ყველა ინფორმაცია, რასაც ფლობს, გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა. პრემიერის თქმით, მას ასევე ჰქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან.

“მე პოლიტიკური შეფასებისგან თავს შევიკავებ, გეტყვით მხოლოდ, რომ ამ განცხადებიდან სულ რაღაც ერთ საათში მე დავუკავშირდი ტელეფონით გიორგი პაპუაშვილს და შევთავაზე, რომ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მიაწოდოს ყველა ინფორმაცია, რასაც ის ფლობს, გენერალურ პროკურატურას. მე ასევე ვესაუბრე მთავარ პროკურორს და ისინი მზად არიან, ჩაიბარონ ჩვენება. კარგი იქნება, თუ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამ კუთხით რაიმე სახის ჩივილი გააჩნია, მიმართავს პროკურატურას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის თქმით, ცალკეულ მოსამართლეების მიმართ თვალთვალი და შანტაჟი ხორციელდება. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ. ეს გამოიხატება მოსამართლეების ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოუქვეყნებენ.