საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვურჩევ, მიმართოს მთავარ პროკურატურას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვურჩევ, მიმართოს მთავარ პროკურატურას

ასე უბრალოდ, განცხადებებით რომ ვერაფერი მტკიცდება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ კარგად უნდა იცოდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ გიორგი პაპუაშვილის საპახუსოდ განუცხადა.

კობახიძის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა მეტი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს და პროკურატურასთან უნდა ითანამშრომლოს. მისივე თქმით, სხვა შემთხვევაში, ეს შესაძლოა სასამართლოს დისკრედიტაციად იქნას აღქმული.

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ვურჩევ, მიმართოს მთავარ პროკურატურას. მან ზუსტად იცის რა პროცედურები უნდა იყოს დაცული, რომ ეს არ იყოს ზოგადი განცხადება. ასე უბრალოდ განცხადებებით რომ ვერაფერი მტკიცდება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ყველაზე კარგად იცის. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება განცხადება მხოლოდ დემაგოგიისთვის, რომელიც სასამართლოს დისკრედიტაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების თვალთვლასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. პაპუაშვილის თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.