იან კელი:   აშშ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს უჭერს მხარს

იან კელი: აშშ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს უჭერს მხარს

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, აშშ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს უჭერს მხარს. ამის შესახებ ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაზე კითხვის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს განცხადება არ მინახავს, ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. ვიტყოდი მხოლოდ, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, დიდი ინვესტირება გვაქვს ჩადებული ქართულ დემოკრატიაში, რომლის მნიშვნელოვანი საყრდენი არის სასამართლოს სრული დამოუკიდებლობა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი პოლიტიკური დაშინებისგან და კონტროლისგან. ვიცი, რომ მთავრობას ამის მტკიცედ სჯერა და ეს ძალიან კარგია“, - განაცხადა იან კელიმ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ აშშ საქართველოში დამოუკიდებელ სასამართლოს უჭერს მხარს.

როგორც დღეს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, ცალკეულ მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს. ძირითადად, ეს ეხება მოსამართლეებს, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.