ვფიქრობ, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

ვფიქრობ, რომ გიორგი პაპუაშვილის განცხადება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს მოუწოდებს, რომ პროკურატურასთან ითანამშრომლოს.

როგორც მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გიორგი პაპუაშვილის განცხადება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მიზანმიმართულ ზეწოლას ეხებოდა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

"მე მგონია რომ ეს არის განცხადება, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ზეწოლა უნდა გამოიხატებოდეს კონკრეტულ ქმედებებში და არა ზეპირ განცხადებებში. თუ მას აქვს რაიმე სამხილი აუცილებლად უნდა გაასაჯაროვოს. მოსამართლეა და მტკიცებულების ფასი ყველაზე კარგად უნდა იცოდეს. თუ არ მიმარათავს შესაბამის უწყებებს ეს იქნება განცხადება დემაგოგიის მიზნით", - განაცხადა კობახიძემ.