იან კელი:  მომხრე ვართ, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ეთერში დღევანდელი მენეჯმენტით

იან კელი: მომხრე ვართ, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ეთერში დღევანდელი მენეჯმენტით

მომხრე ვართ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დარჩეს ეთერში დღევანდელი მენეჯმენტით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ „რუსთავი 2“-ის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

ელჩმა განაცხადა, რომ მას არა აქვს კომენტარი აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, თუმცა იქვე დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არჩევნები კარგად ჩატარდეს.

„თქვენ კარგად იცით ჩვენი პოზიცია - გვსურს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდეს, რადგან გვინდა, რომ მისი შედეგები იყოს სრულიად ლეგიტიმურად დანახული და გამოხატავდეს ხალხის ნებას. სწორედ ამ გზით გაძლიერდება ქართული დემოკრატია. რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავისუფალი არჩევნების მნიშვნელოვანი ელემენტი არის ყველა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ფიგურების წვდომა მედიასთან. ამიტომ მომხრე ვართ, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ეთერში დღევანდელი მენეჯმენტით. ჩვენ არ გვსურს, მომდევნო ორთვენახევარში ისეთი მოვლენების განვითარება, რომელიც ზიანს მიაყენებს არჩევნებს. სარედაქციო მენეჯმენტისა და მფლობელების შეცვლა ასეთ მგრძნობიარე პერიოდში ძალიან უარყოფითი იქნება", - განაცხადა იან კელიმ.