საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს.

როგორც გიორგი პაპუაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახადა, ბოლო დღეებში მოსამართლეთა ნაწილს ფარულად უთვალთვალებენ.

"დღეს მინდა ახალ საგანგაშო ფაქტებზე გესაუბრობთ, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს. მიზანმიმართული ზეწაოლ მოსამართლებზე, რაც გამოიხატება ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების მიზანმიმართულ შევიწროვებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხადასხვა მიზეზით. ასევე პირადი ინფორმაციის გასაჯროებით, რომელიც დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან. ყველა ეს საქმე დაკავშირებულია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც ახლა განიხილება სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ამ ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი", - განაცხადა პაპუაშვილმა.