ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

ევროკავშირის სანქციები კიდევ რამდენიმე რუსულ კომპანიასა და ფიზიკურ პირს შეეხება

ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე 6 თვის განმავლობაში იქნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროსაბჭოს წარმომადგენელი ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ბრიუსელში მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც ბრიტანეთმა განაცხადა, რომ საჭიროა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ მოლაპარაკებებზე ფოკუსირება.

2017 წლის პირველ ნახევარში, თავმჯდომარეობის პოსტს სლოვაკეთი დაიკავებს, შემდეგ კი, მალტა. ესტონეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა გამხდარიყო, მას კი, ბულგარეთი შეცვლიდა შემდგომი ექვსი თვის განმავლობაში.

"ელჩების შეთანხმებას ჯერ კიდევ სჭირდება 28 წევრი ქვეყნისგან ფორმალური თანხმობა" - განაცხადა ევროსაბჭოს წარმომადგენელმა.