ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
უკვე დასრულდა კაპიტალური სამუშაოები გვაზაურის ქუჩის მეორე ჩიხში, სადაც ასფალტის საფარი დაიგო 579კვ/ მეტრ ფართობზე და გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე ქსელი.
კაპიტალური სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება გვაზაურის ქუჩის პირველ ჩიხსაც, სადაც ასფალტის საფარი 712 კვ/მეტრ ფართობზე იგება. საგზაო სამუშაოებამდე გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოების ღირებულება 98 264 ლარია.
გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი - ზაზა გაბუნია შეხვდა და მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები ადგილობრივებთან ერთან დაათვალიერა.