"უხილავი ბავშვების" გზავნილი

სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის“ (CSDC) ინიციატივას შეუერთდა.

აქცია სახელწოდებით "უხილავი ბავშვები" მიზნად ისახავს საკითხის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას.

კამპანიას სამგორის რაიონის გამგებელი  განათლების სამინისტროს დეპარტამენტის ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსთან ეკა დგებუაძესთან, „ქუჩის ბავშვების“ პროგრამის კოორდინატორთან ლელა გაფრინადშვილთან და მოხალისეთა ჯგუფთან ერთად შეუერთდა.

საინფორმაციო კამპანიის  პრეზენტაცია  ეროვნულ ბიბლიოთეკაში შედგა. ღონისძიების ფარგლებში,  გაიმართა დისკუსია თემაზე "უხილავი ბავშვები" და მათი პრობლემები. მოხალისეებისა და მოწვეული სტუმრების მიერ  მოიხატა ეროვნული ბიბლიოთეკის ეზო. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი“-ს (CSDC) ინიციატივის მიზანია მოქალაქეების დამოკიდებულების ცვლილება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემების მიმართულებით.

CSDC განსაკურთებულ მადლობას უხდის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, ორგანიზაციას „ქალთა ფონდი საქართველოში“ და სამგორის გამგებელს გიორგი ბაგრატიონს მხარდაჭერისათვის.

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC) ყოველწლიურად მართავს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ციკლს, რომლის მიზანია დამოკიდებულების ცვლილება ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მიმართ.

"სამწუხაროდ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლება მწვავედ დგას ჩვენს წინაშე. ჩვენ მივესალმებით მსგავს პროექტებს, მხარს ვუჭერთ და მომავალშიც გავაგრძელებთ მხარდაჭერას ასეთი კარგი წამოწყებების, რათა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემა სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების აქტიური თანამშრომლობით ერთობლივად მოვაგვაროთ", - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.