№143 საბავშვო ბაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება

№143 საბავშვო ბაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება

ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩის №21-ში მდებარე №143 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები ახალ სასწავლო-სააღმზრდელო წელს ბაღის განახლებულ შენობაში შეხვდებიან.

აღნიშნული ბაღის ავარიული ფლიგელის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია უკვე დაწყებულია. სამუშაოები  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ და საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა დაათვალიერეს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ,  7-ჯგუფიან ბაღს კიდევ 3 ჯგუფი დაემატება.

გარდა ავარიული ფლიგელის გამაგრების სამუშაოებისა, დაგეგმილია შიდა სივრცის მოწყობა, ასევე, მთელი ბაღის შენობის გარე ფასადის გარემონტება. 

№143 ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულება 164 000 ლარს შეადგენს.

აღდგენითი სამუშაოები თბილისის კიდევ ერთ - №196 საბავშვო ბაგა-ბაღში მიმდინარეობს.