აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის მკვლელობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, მსგავსი დანაშაული მიუღებელია თავისუფალ და დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ჯონ კირბის თქმით, მკვლელობის გამოძიებაში უკრაინულ მხარეს აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური ბიურო უწევს დახმარებას.
გუშინ დილით კიევის ცენტრში აფეთქდა ავტომობილი, რომელშიც უკრაინაში მოღვაწე ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი იმყოფებოდა.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ შერემეტის მკვლელობის საქმეში „უცხოური ინტერესების“ არსებობას არ გამორიცხავს.