ნანი ბრეგვაძეს 80 წელი შეუსრულდა

ნანი ბრეგვაძეს 80 წელი შეუსრულდა

საქართველოს სახალხო არტისტს, ქართველ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს დღეს 80 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, 20 აგვისტოს ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში ნანი ბრეგვაძისდი მიძღვნილი საღამო გაიმართება, რითაც მომღერლის საიუბილეო წელი დაიწყება.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. საღამოს მუსიკალური პროდიუსერია მარინა ბერიძე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს კულტურის პალატიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ტარდება. 
ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს, თბილისში დაიბადა. 1974 წელს მას საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. მომღერლის სახელობის ვარსკვლავი ფილარმონიის წინ 2001 წელს საზეიმოდ გაიხსნა.