პეტრო პოროშენკო ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძებას ითხოვს

პეტრო პოროშენკო ჟურნალისტის დაღუპვის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ქვეყნის სამარტალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს ჟურნალისტ პაველ შერემეტის დაღუპვის ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიება დაავალა.

აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"სამართალდამცავებს მომხდარი დანაშაულის დაუყოვნებლივი გამოძიება დავავალე. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ" , - აღნიშნა პრეზიდენტმა პოროშენკომ.

შეგახსენებთ, რომ 44 წლის ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი ავტომობილის აფეთქებას ემსხვერპლა.

ავტომობილი "Украинская правда"-ს ხელმძღვანელს ელენე პრიტულს ეკუთვნოდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

წინასწარი ვერსიით, მომხდარი განძრახ მკვლელობის მუხლით კვალიფიცირდება.