უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა

კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული მონაცემებით, ავტომობილი, რომელშიც „Украинская Правда“-ს თანამშრომელი პაველ შერემეტი იმყოფებოდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.

პოლიციაში ფაქტი დაადასტურეს, თუმცა დაღუპულის ვინაობა არ დაუსახელებიათ. სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.