რესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად წარადგინა. კლივლენდში გამართულ პარტიის ყრილობაზე ამერიკელ მილიარდერს ხმა დელეგატების უმრავლესობამ მისცა.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილია ინდიანას შტატის გუბერნატორი მაიკ პენსი.
21 ივლისს, რესპუბლიკური პარტიის ყრილობის ბოლო დღეს დონალდ ტრამპი სიტყვით წარდგება, რა დროსაც დაადასტურებს, რომ ის ნოემბერში დაგეგმილი საპრზიდენტო არჩევნების ოფიციალური კანდიდატია.
რაც შეეხება დემოკრატიული პარტიის კანდიდატს, დასავლური მედია წერს, რომ დემოკრატები ჰილარი კლინტონს პრეზიდენტობის ოფიციალურ კანდიდატად მომავალ კვირას, პარტიის ყრილობაზე წარადგენენ.