სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა.
მისი თქმით, თურქ მინისტრთან საქართველოს მთავრობას მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს.
"ჩვენ გვქონდა შეხვედრა ასევე დეკემბერში, რომლის შედეგადაც მოხდა გარკვეული შეღავათების დაწესება საქართველოს მოქალაქე პატიმრებისთვის, რომლებიც სახჯელს იხდიან თურქეთის რესპუბლიკაში. ბუნებრივია, ვთანამშრომლობთ და არავისთვის არის დასამალი, რომ გარკვეულ შეღავათებს ვუკეთებთ თურქე მოქალაქე პატიმრებს. განვიხილეთ საპრობაციო საკითები, ვინაიდან თურქული კანონმდებლობით, ადამიანი, რომელიც ტოვებს ციხეს, ვალდებულია ბინა იქირაოს და აქ იცხოვროს, რაც გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, თურქეთის მინისტრმა გვითხრა, რომ საპრობაციო ვადა საქართველოში მოიხადოს ადამიანმა", - განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საქართველოს პრემიერის ვიზიტი მიმდინარეობს. მასთან ერთად იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები.