თურქეთის იუსტიციის სამინისტრომ ოპოზიციონერი სასულიერო პირის, ფეთჰულა გიულენის ექსტადირებისთვის, აშშ-ს დამატებითი დოკუმენტები გაუგზავნა.
აღნიშნული განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.
"ტერორისტების მეთაურის ექსტრადირებისთვის აშშ-ს დოკუმენტების ოთხი პაკეტი გავუგზავნეთ. ჩვენ მათ იმაზე მეტ მტკიცებულებას წარვუდგენთ, ვიდრე მათ სურთ" , - განაცხადა ბინალი ილდირიმა.
თავად ფეთჰულა გიულენი, რომელიც ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად ითვლება, ამბოხთან კავშირს უარყოფს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გმობს.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ოპფიციალური ანკარა ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც წლებია, აშშ-ში, პენსილვანიაში ცხოვრობს.