გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს ისმაილ ქაჰრამანს შეხვდა
ანკარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს თურქი კოლეგა ბინალი ილდირიმი ოფიციალური ცერემონიით დახვდა.
ჩანქაიას სასახლეში შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს სამთავრობო დელეგაციების წევრები წარუდგინეს.
დღესვე, ანკარაში საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართება და ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს.
მთავრობის მეთაურები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.