ბრიტანეთის ლინკოლნშირის საგრაფოში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სამი ადამიანი

ბრიტანეთის ლინკოლნშირის საგრაფოში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია სამი ადამიანი

დიდ ბრიტანეთში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა. ინციდენტი ლინკოლნშირის საგრაფოში, ქალაქ სპელდინგში საცურაო აუზთან მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი. გადარცვლილთა შორის თავად თავდამსხმელიცაა, რომელმაც თავი მოიკლა.

პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

ამჟამად პოლიცია არკვევს, მონაწლეობდა თუ არა ინციდენტში კიდევ ვინმე. საზოგადოებას აუზთან მისვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ