ინდონეზიაში “ნომერ პირველ ტერორისტად” მიჩნეული ექსტრემისტი სანტოსო სპეცოპერაციის დროს მოკლეს. უსაფრთხოების ძალებსა და ისლამისტებს შორის შეტაკება სულავესის კუნძულზე მოხდა.
სანტოსო ინდონეზიაში მოქმედი ტერორისტული დაჯგუფების “აღმოსავლეთ ინდონეზიის მოჯაჰედების” ლიდერი იყო. დაჯგუფება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც “ისლამურ სახელმწიფოს” ერთგულების ფიცი დადო.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ სანტოსო ინდონეზიელ მებრძოლებს “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში აწევრიანებდა და მათ სირიასა და ერაყში აგზავნიდა.