თუკი ივანიშვილის სახისთვის დამატებითი ელფერი გვინდა, ეს არის შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული პირების წარმოდგენა

თუკი ივანიშვილის სახისთვის დამატებითი ელფერი გვინდა, ეს არის შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული პირების წარმოდგენა

გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს, რომ ნარჩემაშვილი და მიქელაძე საქართველოს მომავალი არიან, ეს გვახსენებს რამდენად აუცილებელია ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ „ქართული ოცნების“ მიერ გუშინ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ბოკერიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი საერთო სახეა იმ ხელისუფლების, რომელიც უკვე გვყავს და მათი საქმიანობის სახეა ის ეკონომიკური კრიზისი, სამუშაო ადგილების დაკარგვა, გაღარიბება, რაც ოთხი წლის განმავლობაში ვნახეთ.

„თუკი ივანიშვილის სახისთვის დამატებითი ელფერი გვინდა, ეს არის შევარდნაძისდროინდელი კორუმპირებული პირების წარმოდგენა. საუკეთესო განსახიერება თუ რა საფრთხეს ქმნის ბიძინა ივანიშვილი როცა მისი ერთ-ერთი მარიონეტი გიორგი კვირიკაშვილი საუბრობს, რომ ნარჩემაშვილი და მიქელაძე არიან საქართველოს მომავალი, ეს გვახსენებს რამდენად აუცილებელია ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმის დასრულება და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი „მომავლისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კითხვაზე, როგორც შეაფასებდა ის პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომ წარსულს თავი უნდა დავაღწიოთ, ბოკერიამ უპასუხა, რომ ის ცალკეული მარიონეტების ფსიქოანალიზს არ გააკეთებს“ მიუხედავად იმისა, ის საუბრობს უფრო ზრდილობიანად, როგორც კვირიკაშვილი, თუ საუბრობს უფრო გულწრფელად და სამარცხვინოდ როგორც ირაკლი ღარიბაშვილი“. ბოკერია მიიჩნევს, რომ მათი კრებითი სახელი არის ბიძინა ივანიშვილი.

„ეს ადამიანები უტიფრად გველაპარაკებიან წარსულის სისასტიკის დავიწყებაზე და ისინი მუდმივად სიძულვილს ქადაგებდნენ, დღეს წარმოადგენენ ხალხს, რომელიც ასოცირდება 15 წლის წინ საქართველოს უფსკურულის პირას ყოფნასთან, ხალხს, ვინც ორგანიზებულ დანაშულში და ჭაობში ამყოფებდა ქვეყანას - ამაზე მეტი გულწრფელი უტიფრობა ივანიშვილის და მისი მარიონეტების მხრიდან, წარმოუდგენელია“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის შეფასებით, ქართველი ხალხის პასუხი იქნება ოქტომბერში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების დროს.