პარლამენტის რიგგარეშე სესიების დანიშვნის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ ბოიკოტის რეჟიმში დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.
დავით ბაქრაძის თქმით, თითქმის ორი თვე გავიდა კორცხელში მომხდარი ინციდენტიდან, თუმცა დამნაშავეები დასჯილი არ არიან.
„თითქმის არც ერთი დამნაშავე არ არის დაკავებული და ყველა ეს ადამიანი აგრძელებს ღია მუქარებს საჯარო სივრცეში და არავინ ფიქრობს, რომ ძალადობა უნდა დაისაჯოს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.