ერევნის პოლიციაში შეჭრილ შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკება გრძელდება

ერევნის პოლიციაში შეჭრილ შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკება გრძელდება

ერევნის პოლიციაში შეჭრილ შეიარაღებულ პირებთან მოლაპარაკება გრძელდება. სომხური მედიის ინფორმაციით, სიტუაცია საპატრულო პოსტის ირგვლივ, სადაც რამდენიმე პოლიციელი მძევლად ჰყავთ აყვანილი, ამ დროისთვის შედარებით მშვიდია.

„მოლაპარაკებები გრძელდება. დათმობა ორმხრივი უნდა იყოს“, - განაცხადა პოლიციის უფროსის პირველმა მოადგილემ უნან პოღოსიანმა.

შეიარაღებული პირები, რომლებიც ერევანში პოლიციის შენობაში 17 ივლისს, გამთენიისას შეიჭრნენ, სომეხი რადიკალური ოპოზიციის ლიდერ ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც ერთი თვის წინ იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს.