თურქეთში უცნობი პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ

თურქეთში უცნობი პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ

დღეს დილით, ტრაბზონში, შეიარაღებული პირები საგზაო პოლიციის საგუშაგოს დაესხნენ თავს. დაჭრილია რამდენიმე პოლიციელი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულები სავაადმყოფოებში მოათავსეს.

სამართალდამცავები თავდამსხმელების წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში სამხედრო ამბოხება 15 ივლისს, გვიან ღამით დაიწყო. ამბოხებულებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მართვის სადავეებს ხელში იღებენ, რის შემდეგაც მათ კომენდანტის საათი გამოაცხადეს, რასაც ამბოხებულებსა და თურქეთის პრეზიდენტის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით, ამბოხების მცდელობის შედეგად 265 ადამიანი დაიღუპა, 1 440 დაშავდა. თუქრეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 30 გუბერნატორი და 9 ათასამდე მაღალჩინოსანი სამსახურიდან დაითხოვეს. გათავისუფლებულთა შორის 7 899 პოლიციის ოფიცერი, 614 - ჟანდარმერიის და 47 ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

ასევე, დაკავებულია თურქეთის 103 გენერალი და ადმირალი. თურქული მედიის ინფორმაციით, 43 სამხედრო მოსამსახურე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაპატიმრებულია.