ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი გიუნტერ ოტინგერის აზრით, თურქეთი ევროკავშირისგან ვიზალიბერალიზაციას მიმდინარე წელს ვერ მიიღებს.
„კანონპროექტი თურქეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ევროპარლამენტში განიხილება, მაგრამ ჩემი პროგნოზით, უვიზო მომისვლაზე რეგულაციას წლის ბოლომდე ვერ მივიღებთ“, - განაცხადა ოტინგერმა.
მან ასევე ისაუბრა კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობაზე თურქეთში და გააკრიტიკა ანკარა მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის მოხსნისა და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომლის მიზანიც სავარაუდოდ, პროქურთისტანული ოპოზიციური პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა. მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ თურქეთის ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ზღუდავს.