ერგნეთში დღეს ქართული მხარე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს

ერგნეთში დღეს ქართული მხარე გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს

ერგნეთში, დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქართული მხარე აპირებს დააყენოს გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების საკითხი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 8 ივნისს დააკავეს და მას საოკუპაციო რეჟიმი ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობას ედავება. 
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება, ასევე საეჭვო ვითარებაში დავით ბაშარულის გარდაცვალება. იგეგმება ასევე, რომ ქართულმა მხარემ სოფელ ქორდიდან ერთი თვის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკოლოზ საღირაშვილის მოძიების შესაძლებლობის საკითხიც დააყენოს.