საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საჩხერელ პედაგოგებს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე სისტემის განვითარების მიმართულებებსა და მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა.
„ვაპირებ თქვენთან მეგობრობას, მნიშვნელოვანია მე მესმოდეს რა გაწუხებთ და რა ცვლილებები გსურთ", - განუცხადა ჯეჯელავამ პედაგოგებს.
მისივე თქმით, მისთვის პრიორიტეტი სწორედ მოსწავლეები და მათი პედაგოგებია და მზადაა, ყველა რესურსი და მთავრობის მხარდაჭერა მათკენ მიმართოს.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, მინისტრის შეხვედრები რეგიონებისა და რაიონების დონეზე კვლავ გაგრძელდება.
ალექსანდრე ჯეჯელავას დაგეგმილი აქვს ყველა რეგიონში ჩავიდეს, პედაგოგებს თავისი ხედვა გააცნოს და მოუსმინოს მათ.