საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა, გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
ქუთაისის 47-ე ოლქში კენჭს იყრის გენადი მარგველაშვილი, ქუთაისის 48-ე ოლქში - დიმიტრი მხეიძე, ქუთაისის 49-ე ოლქში - კობა ნარჩემაშვილი, წყალტუბოში - ცოტნე ზურაბიანი, ზესტაფონში - შალვა კიკნაველიძე, თერჯოლა-ტყიბულში "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს ელგუჯა გოცირიძე, საჩხერეში - პაატა კვიჟინაძე, ვანი-ხონის ოლქში - გრიგოლ ლილუაშვილი, ჭიათურაში - სულხან მახათაძე, ბაღდათი-ხარაგაულის ოლქში - კობა ლურსმანაშვილი, სამტრედიაში - გია მიქელაძე.