დიდუბის სამგანზომილებიანი ზებრა გადასასვლელი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

დიდუბის სამგანზომილებიანი ზებრა გადასასვლელი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ინგლისურ გამოცემა გარდიანში ამერიკის, ჩინეთის, ისრაელის, პოლონეთის, შვეიცარიისა და კანადის შემოქმედებითი ზებრა გადასასვლელების ფოტოებთან ერთად რობაქიძის გამზირზე მოხატული ზებრის ფოტოც განთავსდა.

გარდიანის ჟურნალისტი დიდუბის გამგეობას დაუკავშირდა და აღნიშნული ინფორმაციისა და ფოტოს განთავსებაზე ნებართვა ითხოვა.

საქართველოში პირველი ქვეითთა ზებრა გადასასვლელები დიდუბის რაიონის გამგეობის პროექტის „მოხატე უსაფრთხოების“ ფარგლებში მოიხატა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, გამგეობის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა „ზებრა“ გადასასვლელები ბელიაშვილის ქუჩასა და წერეთლის გამზირზე მოხატეს.

დიდუბის რაიონის გამგეობის კამპანიის შემდგომ, ზებრა გადასასვლელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მოიხატა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.