სოფლის მეურნეობის მინისტრის მოდგილემ, ლევან დავითაშვილმა საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და თბილისის საკრებულოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტერორისტული აქტის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო და თანავუგრძნობ ფრანგ ხალხსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.