ალექსანდრე ჯეჯელავა - კითხვაზე მომწონს თუ არა ნარჩემაშვილი, გიპასუხებთ, რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე

ალექსანდრე ჯეჯელავა - კითხვაზე მომწონს თუ არა ნარჩემაშვილი, გიპასუხებთ, რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე

კითხვაზე მომწონს თუ არა კობა ნარჩემაშვილი გიპასუხებთ, რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე”, - ამის შესახებ ჟურნალისტებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განუცხადა. 
მინისტრი იმ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ”ქართული ოცნება” კობა ნარჩემაშვილს ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად წარადგენს. ჯეჯელავას თქმით, ის პარტიულ საქმიანობაში არ ერევა და მისი კანდიდატურის შერჩევაზე კონკრეტიკისგან თავს იკავებს.
”მე არ ვარ პარტიული და პროცესებშიც არ ვმონაწილეობ. რატომ და რა მიზნით შეირჩა მისი კანდიდატურა ვერ გეტყვით. რაც შეეხება მომწონს თუ არა ნარჩემაშვილი გიპასუხებთ, რომ მე მომწონს ჩემი მეუღლე.
რაც შეეხება მის ნასამართლეობას გიპასუხებთ, ჩვენ გვაქვს კანონი, რომ რაღაც პერიოდის გასვლის შემდგომ ნასამართლეობა აღარ ითვლება ხელის შემშლელად. ვინ მოხვდება პარლამენტში და ვინ ვერა, ეს ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.