თურქეთის ელჩი - ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინც დადის საქართველოში კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, არიან ტერორისტები

თურქეთის ელჩი - ჩვენ არ გვითქვამს, რომ ვინც დადის საქართველოში კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, არიან ტერორისტები

ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად ან ამ სკოლების კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები, ეს სრული გაუგებრობაა, - ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

”მე მას ვუთხარი, რომ ბათუმში ჩვენი გენერალურ კონსულის ინტერვიუ დამახინჯებულად იყო წარმოდგენილი მედიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მისი განცხადებით არასწორი ინტერპრეტაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, არც მას და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლების კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები, ეს სრული გაუგებრობაა. მეორე მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და ამ სკოლების მართვის გამო. როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში, ჩვენ ვაგრძელებთ ასეთი საკითხების განხილვას საქართველოს შესაბამის ორგანოებთან იმ შესანიშნავი თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც უკვე არსებობს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში”, - განაცხადა ელჩმა.
ელჩის კომენტარის თარგმანს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.