საქართველო-სლოვენიის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

საქართველო-სლოვენიის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

ლუბლიანაში საქართველო - სლოვენიის მთავრობებს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველო - სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, საქართველო - სლოვენიის მთავრობებს შორის ორი შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის წევრმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს, რომელიც საქართველოსა და სლოვენიის მთავრობებს შორის ეკონომიურ თანამშრომლობას და სამუშაო პასპორტების მქონე პირთათვის ვიზების გამარტივებას ეხება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, როგორც ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის შემდეგ აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებების ხელმოწერა მოწმობს, რომ ქვეყანებს შორის ორმხრივი თამნამშრომლობისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება.