ფედერიკა მოგერინი - ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ იქ სიკვდილით დასჯა მოქმედებს

ფედერიკა მოგერინი - ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, თუ იქ სიკვდილით დასჯა მოქმედებს

აშშ და ევროკავშირის მოუწოდებენ თურქეთს, დაიცვას კანონის უზენაესობის პრინციპი. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელწმიფო მდივანმა ჯონ კერიმ და ევროკომისარმა ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროკავშირი ხაზს უსვამს თურქეთში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

„თურქეთი პატივს უნდა სცემდეს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, თუ იქ სიკვდილით დასჯა მოქმედებს“, - დასძინა მოგერინიმ. 

მანამდე, ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მოსაზრება გამოთქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობას ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებს.
თურქეთში დაკავებები ამ დრომდე გრძელდება. ქვეყანაში თითქმის 9 000 პოლიციელს მუშაობის უფლება შეუჩერდა, დაკავებულია 100-ზე მეტი გენერალი.