ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გენერალი კობა კობალაძე “ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა გლდანში, მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინოს.
საპარლამენტო უმრავლესობაში ინფორმაციას კობალაძის საქართველოს თავდაცვის მინისტრად შესაძლო დანიშვის თაობაზე არ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, კობალაძე საპარლამენტო არჩევნებში, გლდანის მაჟორიტარობის სავარაუდო კანდიდატია.
კობა კობალაძემ გლდანში “ქართული ოცნების“ სახელით ერთხელ უკვე იყარა კენჭი. ის თბილისის საკრებულოს წევრი სწორედ გლდანის მაჟორიტარული ოლქიდან გახდა.