აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. დახურულ კენჭისყრაში დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან მონაწილეობა 19 დეპუტატმა მიიღო.
აჭარის მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 12 დეპუტატმა, მათ შორის იყო 5 დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“, 1 „კონსერვატორებიდან“, 1 „მრეწველებიდან“, 1 დეპუტატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, 1 „თავისუფალი დემკრატებიდან“, 1 „ევროვნული ფორუმიდან“ და 2 დამოუკიდებელი დეპუტატი.
მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ 7 დეპუტატი. 1-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
აღნიშნული შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძემ გამოაცხადა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ მინისტრობის ოთხი კანდიდატიდან კანონმდებლებს ორი ახალი სახე წარუდგინა, ხოლო 2012 წელს არჩეულ ორ მინისტრს ახალ კაბინეტში შესვლის შესაძლებლობა მისცა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გია თავამაიშვილი, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე.