ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

ჩუღურეთის რაიონში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩა #6-ში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. საბავშვო ბაღში 7 ჯგუფი გაიხსნება და სააღმზრდელო პროცესში ჩართვას  250-მდე ბავშვი  შეძლებს.

ჩუღურეთის რაიონში ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობა რაიონის მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა. 

“ჩუღურეთის რაიონში, ჩიტაიას ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა საბავშვო ბაღი, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ უბანში ახალი ბაღის მშენებლობა, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება და 2017 წლის იანვრიდან უკვე მიიღებს ბავშვებს. პროექტი გახლავთ ენერგოეფექტური, თანამედროვე შენობა-ნაგებობა კეთდება და ამ უბანს საბავშვო ბაღთან დაკავშირებული პრობლემა მთლიანად მოუგვარდება,”- განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.