იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით მომდევნო წლებში 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

იოჰანეს ჰანი - ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით მომდევნო წლებში 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

მომდევნო წლებში ევროკავშირი საქართველოს სასოფლო სამეურნეო სფეროს ხელშეწყობის მიზნით 180-მდე მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. 
ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ბათუმში განაცხადა.
„ამ საღამოს მექნება შესაძლებლობა გავეცნო სასოფლო სამეურნეო პროექტებს. ქართველი ხალხის 50%-მდე პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დასაქმებულია სასოფლო სამეურნეო სფეროში. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ გამოვყობთ 180 მილიონ აშშ დოლარს, სასოფლო სამეურნეო სფეროში ბიზნეს პროექტების ხელშესაწყობად“, - განაცხადა იოჰანეს ჰანმა, რომელიც ბათუმში ევროინტეგრაციის თემაზე მე-13 საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. 
ღონისძიება ბათუმში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.