საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ფრაქციის "თანასწორობა" წევრებს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაცია უმაღლესი საბჭოს ფრაქციის "თანასწორობა" წარმომადგენლებთან ასმათ დიასამიძესა და მედეა ვასაძესთან გამართა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს განაგრძობს.
გიორგი მარგველაშვილი უმაღლესი საბჭოს ფრაქციის "დემოკრატიული აჭარა" თავმჯდომარეს სულხან ღლონტსა და ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტზე ზურა პატარაძის კანდიდატურის წარდგენის საკითხი განიხილება.