იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლედ აირჩიეს. ალანიას ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს 10-მა წევრმა.
თავად კანდიდატს კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი კანდიდატი თავად იყო.
საბჭო ამ წუთებში მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის კენჭისყრას მართავს. კანდიდატთა რაოდენობა 125-ია, ხოლო ვაკანტური ადგილი 65.