მიმდინარე წელს მსოფლიოში სულ მცირე 3 694 ლტოლვილი დაიღუპა

მიმდინარე წელს მსოფლიოში სულ მცირე 3 694 ლტოლვილი დაიღუპა

მიმდინარე წლის განმავლობაში მსოფლიოში სულ მცირე 3 694 ლტოლვილი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ავრცელებს. 
ორგანიზაციის ცნობით, 2015 წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა იმ ლტოლვილების რაოდენობა, რომლებიც ევროპაში ჩასვლას ცდილობდნენ. 
მიგრანტების უმრავლესობა - 2500 ადამიანი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, როცა აფრიკიდან იტალიამდე ცდილობდა ჩასვლას.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, წლის დასაწყისიდან ევროპაში ზღვის გავლით 150 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა.