ბრიუსელში გამართულ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე გარღვევა ვერ მოხდა, - როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, საბჭოს შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ქმედებები იყო, ამიტომ ამ საკითხზე მხარეებმა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს.
„რუსეთმა თავისი ქმედებებით უკრაინაში ევროატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებას ძირი გამოუთხარა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნები არ შეეგუებიან რუსეთის მეირ ყირიმის „უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას“.