ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელი - ნატო-ს აქტივობა შავი ზღვის რეგიონში უარყოფით შედეგებს გამოიწვევს

ნატო-ში რუსეთის წარმომადგენელი - ნატო-ს აქტივობა შავი ზღვის რეგიონში უარყოფით შედეგებს გამოიწვევს

შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს აქტივობა უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრ გრუშკომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ქვეყნების სამხედრო აქტივობის ნებისმიერი ზრდა სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და რეგიონში უსაფრთხოებას არ შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გრუშკომ. 
ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გუშინ ბრიუსელში გაიმართა.