მაღალი საფრთხის გამო საფრანგეთმა სტამბოლსა და ანკარაში დიპლომატიური წარმომადგენლობები დროებით დახურა. ამის შესახებ „Hurriyet Daily News“ იუწყება.
როგორც ცნობილი გახდა, ანკარაში საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს მუშაობის დროებით შეჩერება, საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს უკავშირდება. 14 ივლისს საფრანგეთში ბასტილიის აღების დღე აღინიშნება. სტამბოლში, საფრანგეთის საკონსულოში განაცხადეს, რომ აქვთ ინფორმაცია მოსალოდნელი სერიოზული საფრთხის შესახებ.
დიპლომატების განცხადებით, გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობასთან შეთანხმებით მიიღეს. ფრანგულმა მხარემ ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებიც გადადო.
28 ივნისს სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტებს 45 ადამიანი ემსხვერპლა.