დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი ტერეზა მეი დაუნინგსთრითის 10-ში უკვე მივიდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, თავის მისასალმებელ სიტყვაში ახალმა პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მისი მიზანია გაერთიანებულ სამეფოში ერთა შორის კავშირის გამყარება, უსამართლობასთან ბრძოლა, ღარიბი ოჯახებისთვის, უმუშევრებისა და სიღარიბის ზღვარზე მყოფთათვის მეტი შესაძლებლობის მიცემა.
„ერთად ჩვენ ბრიტანეთს უკეთესს გავხდით“, - განაცხადა ტერეზა მეიმ. ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ქვეყნისთვის, რომლის გადაწყვეტილებაა ევროკავშირის დატოვება, ახალ პოზიტიურ როლს შექმნის მსოფლიოში და ბრიტანეთი გახდება ქვეყანა, რომელიც იღწვის არა მხოლოდ პრივილეგირებული უმცირესობისთვის, არამედ თითოეული ადამიანისთვის.