ექვსი წლისა და 62 დღის შემდეგ, დევიდ ქემერონის მოღვაწეობა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე დღეს საღამოდან დასრულებულია. ის ბუკინგემის სასახლეში გაემგზავრა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელიზაბეტ მეორეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა. ელიზაბეტ მეორემ კემერონის განცხადება დააკმაყოფილა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
რეზიდენციის დატოვების წინ კემერონმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში მისი მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა დაასახელა - ღარიბი ქვეყნების დახმარება და გეი-ქორწინებების რეგისტრაცია.
„ადამიანებს, რომლებსაც აქამდე ერთად ყოფნა არ შეეძლოთ, ახლა დაქორწინება შეუძიათ. პლანეტის მეორე ბოლოში ადამიანების დახმარება, ვისაც არ ჰქონდა სასმელ წყალზე წვდომა, ვერ დადიოდა სკოლაში - ეს არის იმ გადაწყვეტილებების ნაყოფი, რომლებიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა კემერონმა.
დღესვე, დევიდ კემერონი უკვე დაემშვიდობა პრემიერის რეზიდენციის თანამშრომლებს.