ჟურნალისტი რეზო ოქრუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ჟურნალისტი რეზო ოქრუაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

ჟურნალისტი რეზო ოქრუაშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოქრუაშვილი წლების განმავლობაში იყო გაზეთ ”თრიალეთის” რედაქტორი, შემდეგ ”ხალხის გაზეთის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტოორი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ”გორის სადისკუსიო კლუბის” დამფუძნებელი.

გარდაცვლილის საცხოვრებელი სახლი სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინიტროდან აცნობეს, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.