„ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში თითოეული ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების პირობებს.- განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალმა წევრმა.
„ის მიღწევები, რომლებიც აქვს „ქართულ ოცნებას“, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საჯარო მმართველობის კუთხით და ასე შემდეგ, ეს ნამდვილად მაძლევს მე პირადად იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება თითოეული ადამიანისთვის ღირსეული არსებობა“, - აღნიშნა კილაძემ.