ნაძალადევის რაიონის გამგებელს რაიონისთვის გაწეული სამუშაოსთვის მადლობის სიგელი საზოგადოებრივმა საბჭოებმა გადასცეს.
შეხვედრაზე გამგებელი საბჭოების წევრებს 2 წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ რაიონში სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული სამუშაოების შესახებ ესაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. საზოგადოებრივ საბჭოებში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის წარმომადგენლები არიან გაწევრიანებული, რომელთა ფუნქცია თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის პროცესში სამოქალაქო ჩართულობის უზრუნველყოფაა.