ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება „ღია კარის დღე

ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება „ღია კარის დღე" დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით „სტარტაპ საქართველო" დაინტერესებული ადამიანებისთვის.

14 ივლისს, ხუთშაბათს, 19.00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება „ღია კარის დღე" დამწყები მეწარმეების ხელშეწყობის პროგრამით „სტარტაპ საქართველო" დაინტერესებული ადამიანებისთვის.

ვისაც აქვს ინოვატორული ბიზნესიდეა და სურს მისი განხორციელება „სტარტაპ საქართველოსთან" ერთად, პროგრამის კოორდინატორები მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ.

http://startup.gov.ge/geo/home